განათლება

ინსტიტუტის ჩართულობა სასწავლო პროცესში

ინსტიტუტი აქტიურად ერთვება უნივერსიტეტის საწავლო პროცესებში, ძირითადად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სწავლება ძირითადად დაეფუძნება ინსტიტუტის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიას, რომელიც აღჭურვილია NNN გრანტით შეძენილი უახლესი აპარატურით. სწავლების თემატიკა ცხადია დაკავშირებულია ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებასთან და შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს:

  1. ფუნდამენტალურ ნაწილაკთა ფიზიკა
  2. გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა
  3. კოსმოსურ ნაწილაკთა ფიზიკა
  4. ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა
  5. ბირთვული ელექტრონიკა
  6. სამედიცინო ბირთვული ფიზიკა
  7. გარემოს რადიაციული მონიტორინგი

ამ საგნების შესწავლით სტუდენტი გაიფართოებს ცოდნის თვალსაწიერს, გაეცნობა ბირთვული ფიზიკის თანამედროვე პრობლემებს და მათი კვლევის მეთოდებს. ამ საგნების წარმატებით შესწავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება იმუშაოს გარემოს დაცვის, რადიაციული უსაფრთხოების, სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში შესაბამისი პროფილით.