ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია

ინსტიტუტს გააჩნია თანამედროვე დონეზე აღჭურვილი სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია. აპარატურის ძირითადი ნაწილი შეძენილია NNN გრანტის ფინანსებით.

ლაბორატორიაში შესაძლებელია მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

  1. ფუნდამენტალურ ნაწილაკთა ფიზიკა
  2. გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა
  3. კოსმოსური სხივების ფიზიკა
  4. ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა
  5. ბირთვული ელექტრონიკა
  6. სამედიცინო ბირთვული ფიზიკა
  7. გარემოს რადიაციული მონიტორინგი

დღეისათვის ლაბორატორიაში მომზადებულია NN ლაბორატორიული სამუშაო ამ მიმართულებებით (შედგენილია ცდის აღწერა, შეფასების სისტემა, შემოწმებულია აპარატურა).

ლაბორატორიის აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური სხივების და ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის, ასევე გარემოს რადიაციული მონიტორინგის მიმართულებით.