CMS ერთ-ერთია იმ ოთხი ძირითადი ექსპერიმენტიდან, რომელიც CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარეობს. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ამ დანადგარის ისეთ მნიშვნელოვან სუბდეტექტორთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებში, როგორიცაა – RPC (Resistive Plate Chambers), HCAL (Hadron Calorimetry) და HGCAL (High Granularity Calorimeter).
CMS დანადგარის მიონური სისტემით ხდება მიონის ტრეკების აღდგენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი დიდი იმპულსის მქონე მიონების აღდგენაში. RPC კამერები მიონური სპექტრომეტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელის სიგნალებიც მონაწილეობენ ე.წ. პირველი დონის ტრიგერის მიღებაში. RPC სიგნალებით ხდება დანადგარში ე.წ. ბანჩების ურთიერთქმედების იდენტიფიკაცია, რომელიც საჭიროა შემთხვევების რეკონსტრუქციისათვის.
2018 წლიდან RPC ჯგუფის, ისევე როგორც LHC კოლაიდრზე მომუშავე ყველა ექსპერიმენტის აქტივობას მთლიანად განაპირობებს კოლაიდერის მუშაობის რეჟიმის ე.წ. II ფაზაზე გადასვლა, რომელიც ითვალისწინებს პროტონების ნაკადის ინტენსივობის იმდენად გაზრდას, რომ კოლაიდერის ნათებამ 5 x 1034 სმ-2 წმ-1 მიაღწიოს. კოლაიდერის ფაზა-II რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილია CMS ექსპერიმენტის თითქმის ყველა სუბდედექტორის მოდერნიზაცია, მათ შორის RPC სისტემისაც; კერძოდ:
RPC სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით სხვა მონაწილეებთან ერთად ჩვენმა ჯგუფმა დღემდე შესარულა შემდეგი სახის ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები:
დაგეგმილი სამუშაოების წარმატებით შესრულების შემდეგ განახლებულ CMS დანადგარს შეეძლება მაღალი ინტენსივობის ნაკადზე წარმატებით მუშაობა და მარალ ენერგიებზე მიმდინარე იშვიათი პროცესების კვლევა.