Mostbet - bu onlayn kazino bo'lib, u o'yinlarning keng tanlovini, saxiy bonuslarni va qiziqarli o'yin tajribasi uchun foydalanuvchilarga qulay interfeysni taklif etadi.

CERN-ის 70 წლის იუბილე

წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა
Georgia-CERN

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) არის 1954 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა მნიშვნელოვან კვლევებს ნაწილაკების ფიზიკის სფეროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) უკვე 30 წელია რაც CERN-ის 2 უდიდესი და მასშტაბური კოლაბორაციის CMS და ATLAS-ის წევრები არიან. ხანგრძლივი თანამშრომლობის განმავლობაში სტუ-მ და თსუ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ექსპერიმენტების რეალიზაციის ყველა ეტაპზე.

2024 წელს მსოფლიოს უდიდესს სამეცნიერო ცენტრ CERN -ს უსრულდება 70 წელი. მისი იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები იმართება არამარტო ცერნის წევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოში დაგეგმილი ღონისძიება “წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა Georgia-CERN” CERN-ის 70 წლის იუბილეს აღნიშვნის ერთ-ერთი ნაწილია. იგი წარმოადგენს მეცნიერების უნიკალურ მოვლენას, რომელიც გადახედავს CERN-ის 70-წლიან მეცნიერულ აღმოჩენებს და სამყაროს საიდუმლოებებს, საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ინჟინრებს აღმოჩენების კვალდაკვალ იხილონ ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის მნიშვნელოვანი შედეგები და მათი ინტერპრეტაციები. CERN-ში მიღებულმა შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი შეხედულებები სამყაროს წარმოქმნის შესახებ.

კონფერენციის მიზანია ცერნთან თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების მოხსენება. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და CERN-ის მეცნიერთა წარმომადგენლობით დელეგაციებს შორის.

კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაცია, დღის წესრიგისა და მოწვეული სტუმრების ჩათვლით ხელმისაწვდომია კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

https://indico.cern.ch/event/1467071