საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 16-20 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტად ჩამოდის, მსოფლიოს უდიდესი ფიზიკის ცენტრის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ცერნის (CERN) დელეგაცია.
ვიზიტი ხორციელდება ცერნის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც აღინიშნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სტუ-ს რექტორთან აკადემიკოს დავით გურგენიძესთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული უკვე შესრულებული სამუშაოები, და დასახული იქნება უახლოესი მომავლის გეგმები. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ბატონ ალექსანდრე წულაძესთან, რუსთაველის ფონდის დირექტორთან ბატონ თეიმურაზ დოჭვირთან და მეცნიერებათა აკადემიაში.
ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს გეგმები გააღრმავოს თანამშრომლობა არა მარტო CMS კოლაბორაციის ფარგლებში, არამედ ასევე ცერნ-თან, ფუნდამენტალური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც რეალიზდება ცერნ-ს უდიდესი ამაჩქარებლების კომპლექსზე LHC (Large Hadron Collaider). განსაკუთრებით აღსანიშნავი, რომ 2024 წლის 4 ოქტომბერს სტუ-მ და ცერნმა ხელია მოაწერეს ცერნის მომავალი ციკლური კოლაიდერის FCC (The Future Circular Collider) პროექტზე.
ტექნიკური უნივერსიტეტს და ცერნ-ს აქვს საერთო გეგმები, მოამზადონ საერთო პროექტები და წარადგინონ საერთაშორისო ფონდებში გრანტების მოსაპოვებლად.
ზვიად წამალაიძე
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო
ტექნოლოგიების ინსტიტუტის